ახალი ამბები
"საქართველოს ადგილი ევროპაშია!", - ასოციაცია „ათინათი“
ასოციაცია „ათინათი“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება:

„ათინათელები“ 30 წელია ზუგდიდში აგურ-აგურ ვაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ვცდილობთ დავეხმაროთ ახალგაზრდებს განვითარებაში, დავნერგოთ დემოკრატიული ფასეულობები, დაპირისპირებულ მხარეებს შორის აღვადგინოთ ნდობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი საზოგადოების ყოფა.

ჩვენმა გუნდმა საკმაოდ რთული 30 წელი გამოიარა, რომელიც სავსეა წარმატებებით, გამოწვევებით, გამოცდილებით და დღეს უკვე ვხედავთ იმ ხელშესახებ შედეგს, რაც ჩვენმა დაუღლავმა შრომამ მოიტანა.

„ათინათმა“
უამრავი ადამიანის ცხოვრება ძირეულად შეცვალა უკეთესობისკენ. ეს ყველაფერი გაკეთდა და კეთდება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით!

ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო მისი ისტორიით, რელიგიით, კულტურით და ტრადიციებით არის ევროპის ნაწილი და ის ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრობას გაწევს!

ამიტომ, ჩვენ ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის 28 ნოემბრის განცხადებას, რომელიც საბოლოოდ გვიჭრის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას, რაც ქართველი ხალხის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქოს საზოგადოების დიდი შრომის ფასად იქნა მიღწეული.

საქართველოს ადგილი ევროპაშია!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერების შესახებ.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.