ორსანტიის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა (ფოტო/ვიდეო)
11:56 / 04.12.2024
ორსანტიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეხმიანებიან საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას და აცხადებენ, რომ დგანან სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების და ქვეყნის მომავლის დასაცავად.
ისინი რადიო "ათინათთან" ამბობენ, რომ საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებიან და აპირებენ, საერთო სახალხო პროტესტში მონაწილეობას. "ჩვენ, ორსანტიის საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები, ვაცხადებთ გაფიცვას და ვუერთდებით ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტს.
დღევანდელი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში გვაიძულებს, არ გავჩერდეთ გულგრილად და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების და ჩვენი მომავლის დასაცავად.
მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების ხმა უნდა ისმოდეს, რადგან სწორედ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც ქვეყნის მომავალს ქმნის. ჩვენი ერთიანობა და აქტიურობა ცვლილებების მთავარი ძრავია, და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ სრულად ვიაზრებთ. #არარუსულრეჟიმს", - აღნიშნულია მოსწავლეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 3 დეკემბრიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა. მათ პროტესტის ნიშნად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს. ხელში ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, ასევე, პროევროპული შინაარსის სხვადასხვა ტრანსპარანტები ეჭირათ. მათი თქმით, საქართველოს ნათელი მომავალი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება და ამ გზიდან გადახვევა ქვეყნის ისტორიული მონაპოვრის ღალატია.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები