ახალი ამბები
გახშირდა სკოლის ადმინისტრაციისა და რესურსცენტრის მხრიდან მოსწავლეთა დაბარება და დამუნათება - წალენჯიხის მერია
წალენჯიხის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეების ნაწილის გაფიცვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, წალენჯიხის მერია დადგება ბავშვთა საუკეთესო ინტერესების სადარაჯოზე და ყველა მცდელობას, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, მათი ინტერესები შელახოს, საჯარო განხილვის საგნად აქცევს.

"ბოლო პერიოდში, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ღიად გამოხატეს პროტესტი პროდასავლური კურსის შეცვლის გამო.

ამის პარალელურად გახშირდა სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრის მხრიდან მოსწავლეთა დირექტორების ოთახებში დაბარება და დამუნათება;

საქართველოს ბავშვთა უფლებათა კოდექსის მე-17 მუხლი ყველა ბავშვს ანიჭებს უფლებას ისარგებლონ გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით. ხოლო, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-15 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს აღიაროს და დაიცვას ყველა ბავშვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 3 დეკემბრიდან, სამეგრელოს მასშტაბით, მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა. მათ, პროტესტის ნიშნად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს. ხელში ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, ასევე, პროევროპული შინაარსის სხვადასხვა ტრანსპარანტები ეჭირათ. მათი თქმით, საქართველოს ნათელი მომავალი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება და ამ გზიდან გადახვევა ქვეყნის ისტორიული მონაპოვრის ღალატია.


ამავე თემაზე:

ორსანტიის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა (ფოტო/ვიდეო)

ჩვენ გვერდით ვუდგებით იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად, - ჯიხშკარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები

მშობლებს არ გავუზრდივართ რუსული მომავლისთვის - ზუგდიდის სკოლების მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს

ზუგდიდში მოსწავლეების ნაწილი დილიდან გაიფიცა

მშობლებს არ გავუზრდივართ რუსული მომავლისთვის - ზუგდიდის სკოლების მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს

ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია - ზუგდიდის მე-4 სკოლის მოსწავლეების პროტესტი (ფოტო)

ჯვარის N3 საჯარო სკოლის უფროსკლასელები უარს აცხადებენ სკოლაში მისვლაზე

ჯი ელ სის ზუგდიდის განყოფილების მოსწავლეებმა საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმეს

ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია - ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.