ახალი ამბები
ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია, - ჯინჯოლია
კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ „ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია“.
მისი თქმით, „ენგურჰესი“ ავარიული გათიშვის პირასაა, ეს კი ნიშნავს, რომ „აფხაზეთის ნაწილი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“.

„წყლის დონე წყალსაცავში 410 მეტრია და მდინარის დღევანდელი შემოდინების გათვალისწინებით, ენგურჰესის კომპლექსი გადაუდებელი გათიშვის ზღვარზეა“, - განაცხადა ჯინჯოლიამ, 4 დეკემბერს, „მინისტრთა კაბინეტში“ გამართულ სხდომაზე. მისივე თქმით, გაიზარდა მათ მიერ მოთხოვნილი დენის ნაკადის მოცულობა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა, „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის“ გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან, ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც სოხუმი ყოველ ზამთარს იღებს მოსკოვიდან, კომერციული ფასი უნდა გადაიხადონ.

ამავე პერიოდიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში, ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობდა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
18 / თებერვალი 2025
ზუგდიდში საპროტესტო შინაარსის სტენსილების ავტორსა და სამოქალაქო აქტივისტს როსტომ ზარანდიას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. შესაბამისი ვიდეო მასალა აქტივისტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ პოლიციელებმა სამართალდარღვევის ოქმი მას სახლში მიუტანეს.
18 / თებერვალი 2025
აფხაზ „დეპუტატს“ კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურისგან წინა დღით მიიღო.
18 / თებერვალი 2025
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილება ხორციელდება. დოკუმენტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
ოდაბადეშ კინოხონი
13 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.