ახალი ამბები
6 საათი უშუქოდ - აფხაზეთში შეზღუდვების ახალი გრაფიკი ამოქმედდა: „ჩერნომორენერგო“
დღეიდან, 7 დეკემბრიდან, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი ამოქმედდება. შეზღუდვის დრო ორი საათით გაიზარდა და დღე - ღამეში შუქი ექვსი საათით გაითიშება. ინფორმაციას, „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს.

გუშინ, 6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება. ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

ე.წ. „ფინანსთა მინისტრმა“ ვლადიმირ დელბამ აღნიშნა, რომ „მთავრობა ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებს შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტის ყველა დონეზე, რათა უზრუნველყოს რუსეთიდან ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის დაფინანსება, რომელიც გადახდილია დღეს 7 დეკემბრამდე“.

უფრო ადრე, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ „ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია“.

მისი თქმით, „ენგურჰესი“ ავარიული გათიშვის პირასაა, ეს კი ნიშნავს, რომ „აფხაზეთის ნაწილი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“.

ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სოხუმი მოსკოვიდან მოწოდებული ელექტროენერგიისთვის კომერციულ ფასს გადაიხდის.

შეგახსენებთ, სექტემბერში რუსეთის ფედერაცია, ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება ნაწილობრივ შეუწყვიტა და მოითხოვა „საინვესტიციო ხელშეკრულების“ დამტკიცება.

შეთანხმების განხილვას, ნოემბრის შუა რიცვხებში, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმება ჩააგდო.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.