ახალი ამბები
ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე - აქციაზე დაშავებულის მამიდა
თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული ზუგდიდელი ალექსი თირქია მედიკამენტოზური ძილიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში 22 წლის ახალგაზდას მამიდამ, ეკა თირქიამ დაწერა.

"სასიხარულო ამბავი გვაქვს...ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე...რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით..თუმცა ,ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ის.

ინგოროყვას კლინიკაში კი განაცხადეს, რომ ძილიდან გამოსვლის ეტაპი წარმატებით მიდის. მათი თქმით, უკვე მოხერხდა მასთან გარკვეული ტიპის კონტაქტის დამყარება და პაციენტი ასრულებს მარტივ მითითებებს, თუმცა, მისი მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებო და მძიმეა. 

"ამ ეტაპზე, მხედველობაზე არ არის საუბარი, თუ სიმძიმის მიხედვით დავალაგებთ მიღებულ ტრავმებს, აქ არის, პირველ რიგში, საუბარი თავის ტვინის თხემზე ჩატარებული პოსტოპერაციული პერიოდი, ძვლების იმპრესიული მოტეხილობა იყო – შუბლის ძვლების, შუბლის წილის გარკვეული ტიპის დაზიანებით. ასეთ შემთხვევაში თავის ტვინზე უფრო გახლავთ საუბარი, ვიდრე თვალზე. თვალის მთლიანობა დარღვეული არ იყო, თუმცა ამაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც ჩატარდება კიდევ ერთხელ ცნობილი ოფთალმოლოგების კონსულტაცია და კიდევ ერთხელ შეფასდება თვალის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, ძილის დროს შეუძლებელია ამის გაკეთება, უბრალოდ, ფიზიკურად შეიძლება გაისინჯოს, მხედველობის ფუნქცია შენახულია თუ არა. ბუნებრივია, ეს იქნება მას შემდეგ, რაც პაციენტი გამოიღვიძებს და თავის შეგრძნებებს თვითონ გადმოგვცემს", თქვა ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახაბერ ჭეილიძემ. 

შეგახსენებთ, ალექსი თირქია საავადმყოფოში სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით 3 დეკემბერს მიიღეს. მისი ბიძა, იოსებ ჩანადირი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ 22 წლის ახალგაზრდას, სავარაუდოდ, ე.წ გაზის კაფსულა წარბის არეში მოხვდა.

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, თუ თირქიას უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას.

ამავე თემაზე:

ექიმები წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებენ, ყველაფერი ალექსის ორგანიზმზეა დამოკიდებული - აქციაზე დაშავებულის და

აქციის დაშლისას დაშავებული ზუგდიდელი ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული

გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია - ექიმი აქციის დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ ახალგაზრდაზე

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.