ახალი ამბები
დაფინანსება სოხუმს მაშინ აღუდგება, როცა აფხაზეთის ხელისუფლება ანტირუსულ საქმიანობაში ჩართულებს დასჯის, - ზატულინი
ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების აღდგენის საკითხის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რესპუბლიკა "მოსკოვთან ურთიერთობებზე სპეკულირებას შეწყვეტს“.

ამის შესახებ რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განუცხადა რუსულ მედიას.

„ერთის მხრივ, გვთხოვენ აფხაზეთის ნებაყოფლობით სუბსიდირებას, მეორე მხრივ კი პატივს არ სცემენ საკუთარ შეთანხმებებს, რომლებსაც ხელი მოაწერეს და მეტიც, მათ შიდაპოლიტიკური ანგარიშსწორების საბაბად იყენებენ“, - აღნიშნავს ის.

ზატულინი დასძენს, რომ რუსეთს არ აქვს საფუძველი, ენდოს „აფხაზეთის რაიმე გარანტიას, სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება არ შეასრულებენ შეთანხმებებს“.

„თუ რესპუბლიკას არ სურს რუსებს მისცეს ის უფლებები, რაც აფხაზებს აქვთ რუსეთში, მაშინ მათ ფინანსური დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ“, - განმარტა ზატულინმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ადგილობრივმა ოპოზიციამ არაერთხელ გამოხატა შეშფოთება „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე“ რუსეთის კანონიერი ყოფნის გამო.

ზატულინმა პროვოკაცია უწოდა, ოკუპირებულ აფხაზეთში სკოლების და ბაღების დახურვის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ჯობდა, რომ დე ფაქტო მთავრობას აეკრძალა მაინინგი, რომელიც „რესპუბლიკის მთლიანი ელექტროენერგიის დაახლოებით 45 პროცენტს მოიხმარს“.

„სუბსიდიებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც „აფხაზეთის ხელისუფლება ანტირუსულ საქმიანობაში ჩართულებს დასჯის“, - ამბობს ის. 

ცნობისთვის, სოხუმში აცხადებენ, რომ ენერგოკრიზისის გამო, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუხდეთ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, შემდეგ რუსეთმა თითქმის სრულად შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.