ახალი ამბები
აფხაზეთში მოსახლეობას დღისით მხოლოდ 2 საათით და 48 წუთით მიეწოდება ელექტროენერგია , - „ჩერნომორენერგო“
აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგია დღისით, ორჯერ, 1 საათით და 24 წუთით მიეწოდება, კომპანია „ჩერნომორენერგო“ იტყობინება ახალი გრაფიკის შესახებ, რომელიც ენერგომომარაგების სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად დააწესა.

ამასთან ერთად, სოხუმში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში მდებარე ენგურჰესის ერთადერთი ელექტროსადგურის მუშაობა შეჩერებულია , „წყალსაცავში წყლის კრიტიკული დონისა და არასაკმარისი ნაკადის გამო“.

ამავე ცნობით, 9 დეკემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტად მხოლოდ ღამის საათებში ხორციელდება.

უფრო ადრე, „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ „ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია“. მისი თქმით, „ენგურჰესი“ ავარიული გათიშვის პირასაა, ეს კი ნიშნავს, რომ „აფხაზეთის ნაწილი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“.

ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმს მოსკოვიდან მოწოდებული ელექტროენერგიისთვის კომერციული ფასის გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს ნაწილიბრივ შეუჩერა დაფინანსება, „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის“ გამო, რაც ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან, ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც „აფხაზეთი ყოველ ზამთარს იღებს, კომერციული ფასი უნდა გადაიხადონ“.

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სრულად შეუჩერა დაფინანსება, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ. 

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.