ახალი ამბები
ბჟანია "საპრეზიდენტო" არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, - მედია
ასლან ბჟანია მომავალ რიგგარეშე “საპრეზიდენტო" არჩევნებში კანდიდატად არ წარდგება, ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა „ინტერფაქსს“ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ განუცხადა.
„შესაძლოა, ვიცე-პრეზიდენტმა, ამჟამად, კი აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა არჩევნებში“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

„ეხო კავკაზს“ თანახმად, ინფორმაცია „ოფიციალურად“ არავის დაუდასტურებია.

ამავე ცნობით, დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წყარომ განაცხადა, რომ „პრეზიდენტობისთვის“ ხუთი ამ ექვსი კანდიდატი იბრძოლებს.
შესაძლო კანდიდატებს შორის „ინტერფაქსის“ წყარომ დაასახელა:

„პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი, ბადრ გუნბა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი - ადგურ არძინბა, რუსეთის ფედერაციაში „აფხაზეთის სავაჭრო პალატის“ წარმომადგენელი ოლეგ ბარციცი, ასევე „კონტროლის პალატის“ ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა.

აქვე აღნიშნულია, რომ ჩამონათვალს, შესაძლოა კიდევ ერთი ან ორი კანდიდატის დაემატოს.

მანამდე, ნოემბრის ბოლოს, ბჟანიამ განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს. 

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა. პოსტი დატოვა “პრემიერ-მინისტრმა” ალექსანდრე ანქვაბმაც.

15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“. 

მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი. 

პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის დაფინანსება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში მორიგი ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამჯერად მეწარმეები, მათ შორის ბიზნესოპერატორები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
სტატია
დღის სიახლეები
16 / მარტი 2025
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას ტყის ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
16 / მარტი 2025
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ყველა ლოკაციაზე ლოკალიზებული და ლიკვიდირებულია, ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამა ბელქანია წერს სოციალურ ქსელში.
15 / მარტი 2025
წალენჯიხაში ხანძარია, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, ცეცხლი 25 სხვადასხვა ლოკაციაზეაა გავრცელებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.