რეგიონი
საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულ ალექსი თირქიას პალატაში გადაიყვანენ
3 დეკემბერს, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული ზუგდიდელი ალექსი თირქიას მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ რადიო ,,ათინათს’’ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ უთხრა.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ცნობიერია, ინსტრუქციებს ასრულებს და ძალიან ბევრი პარამეტრით გაუმჯობესება შეინიშნება.

ექიმის თანახმად, დიდი ალბათობით მისი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაყვანა გადაწყევტილია, ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი.

შეგახსენებთ, ალექსი თირქია საავადმყოფოში სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით 3 დეკემბერს მიიღეს.

ამავე თემაზე:

აქციის დაშლისას დაშავებული ზუგდიდელი ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული

გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია - ექიმი აქციის დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ ახალგაზრდაზე

ექიმები წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებენ, ყველაფერი ალექსის ორგანიზმზეა დამოკიდებული - აქციაზე დაშავებულის და

ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე - აქციაზე დაშავებულის მამიდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.