ახალი ამბები
სოხუმში მკვლელობაში ეჭვმიტანილი „დეპუტატის“ ადგურ ხარაზიას სახლს ესროლეს
სოხუმის ცენტრში ისევ სროლა იყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს აფხაზი „დეპუტატის“ ვახტანგ გოლანძიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგურ ხარაზიას სახლს. ამის შესახებ ადგილობრივი რესურსი „აიაშარა“ იტყობინება.

შემთხვევის ამსახველი ფოტოებიდან ჩანს, რომ სამსართულიანი სახლის ფანჯრებს ნარტყვიარი ეტყობა. ამავე ცნობით, სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.


სამართალდამცავებმა ხარაზიას სახლთან კორდონი მოაწყვეს, ამავე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, სროლაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, „დეპუტატებს“ შორის დაპირისპირება „საკომიტეტო მოსმენაზე“ მოხდა, რა დროსაც უკანონო მაინინგის აკრძალვის საკითხს განიხილავდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგურ ხარაზიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, შედეგად, ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, კან კვარჩია კი დაიჭრა. ხარაზია ადგილიდან მიიმალა, მას ამ დრომდე ეძებენ.


22 დეკემბერს ადგურ ხარაზიას „დეპუტატის“ იმუნიტეტი მოუხსნეს. კოლეგისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილებას მხარი ადგილზე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.