რეგიონი
„ერთობის ჯაჭვი“ ზუგდიდში დადიანების სასახლიდან დაიწყება
ზუგდიდში, 28 დეკემბერს 15:00 საათზე პროევროპული საპროტესტო აქციის დაწყებიდან 1 თვის თავზე, მოქალაქეები საპროტესტო ჯაჭვში ჩაერთვებიან.

ღონისძიების აღწერის თანახმად, ზუგდიდში ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ მარშრუტზე: დადიანების სასახლე, სკეიტპარკი, რაფიელ ერისთავის ბიუსტი, თავისუფლების მოედანი.

,, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ჩადექი ერთობის ჯაჭვში, დააფიქსირე შენი პოზიცია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას! მოითხოვე სამართლიანობა, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა! ირო წიმი ევროპაშა! ’’, – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

„ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის, ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.