რეგიონი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ კაკულიამ, თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ  გვერდზე დაწერა.

„მადლობა, საქართველო, პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის. ყველა შენი თაობის ისტორიული, ზნეობრივი, ორგანულ-ცივილიზაციური და აწ უკვე, კონსტიტუციური მისიისა და არჩევანის აღსრულებისთვის.

თავისუფალ და განვითარებულ ერთა ყველაზე მძლავრ კავშირში, შენი მაქსიმალურად სწრაფი და სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. სიცოცხლის, წინსვლის, ღირებულებებისა და კეთილდღეობის სივრცეში, შენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისთვის. ღმერთია მოწმე, ბევრი რამ შევძელით, ამ გზაზე ბევრი ღირსეული ადამიანიც გავიცანი, გემსახურე კეთილსინდისიერად და დაუღალავად. მისია, არ ამოწურულა. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო - ვემსახურები საქართველოს!“, - წერს კაკულია.

მან აღნიშნა, რომ ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშზე, მომავალზე და გამოწვევებზეც მოგვიანებით ისაუბრებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
11 / დეკემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოში გავრცელებულ რიტუალზე და ტრადიციაზე "გაძღიკობა".
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.