ახალი ამბები
გაგრაში ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვეს „ოპოზიციის“ აგიტატორზე თავდასხმის გამო, - მედია
აფხაზური ოპოზიციის „საპრეზიდენტო“ კანდიდატის, ადგურ არძინბას შტაბის აგიტატორზე თავდასხმის გამო, გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური ხაგუშის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას ტელეგრამის არხი RESPUBLICA ავრცელებდა.
ამავე ცნობით, მომიტინგეები „პრემიერ - მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თხოვნით დაიშალნენ, მას შემდეგ, რაც მათ უთხრეს, რომ „ხაგუშის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება კი ხვალ გადაიხედება“.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 იანვარს, იური ხაგუში შეიარაღებული პირების თანხლებით, თავს დაესხა გაგრაში მცხოვრებ მიხეილ გოლოვინს, ის სცემეს და „ოპოზიციის“ სასარგებლოდ კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვა. ასევე, მას და მის ოჯახს კი რუსული წარმომავლობის საფუძველზე დაემუქრნენ.

მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ ხაგუში გოლოვინის მშობლებზე ზეწოლას ცდილობდა, რომ მათ შემთხევა უარეყო. ამასთან, ტელეგრამ-არხებში გამოჩნდა მიხაილ გოლოვინის მამის, არტურ გოლოვინის ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ მის შვილზე თავდასხმის ცნობები მცდარია.

თუმცა, მიხაილ გოლოვინმა მამამისის განცხადება უარყო.

"მანქანაში ჩამსვეს. მკითხეს, ვუჭერ თუ არა მხარს ადგურ არძინბას. მას შემდეგ, რაც თანხმობით ვუპასუხე, დამარტყეს“, - წერს ახალგაზრდა მამაკაცი.

მოგვიანებით, გაგრის ე.წ. ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „სამართალდამცავ ორგანოებს“ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა და ცნობების სიმცდარის დადგენის შემთხვევაში „ოპოზიციის კანდიდატების“ წინასაარჩევნო შტატებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ცმობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებში, 5 კანდიდატი იბრძოლებს „პრეზიდენტობისთვის“, მათ შორის აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა. აფხაზური მედიის თანახმად, მისი მთავარი კონკურენტია, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი „ვიცე პრემიერი“, ბადრა გუნბა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.