ახალი ამბები
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ზუგდიდის სასამართლომ დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა
პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მას ზუგდიდის პოლიციიდან და სასამართლოდან დაურეკეს და დააჯარიმეს. ამასთან, მისი განმარტებით, იარაღის ტარების უფლებაც შეუზღუდეს.

"90იანების მერე არც მინახავს იარაღი, არც მაინტერესებს. ასეთი კომიკურები ხართ. არ არსებობთ, თამაშობთ რაღაც იდიოტობას. წლებია არცერთი ჯარიმა არ გადამიხდია, არცერთ სასამართლოზე არ ვყოფილვარ, არცერთ დაკითხვაზე, სასაცილოდ არ მყოფნით", - წერს ხოშტარია.

ამავე პოსტში, ის კვლავ მოითხოვს აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას და აღნიშნავს, რომ დღეს, კვლავ აპირებს სამეგრელოში ჩამოსვლას.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია ზუგდიდში აქციაზე 13 იანვარს იმყოფებოდა. მან მიიტანა სტიკერები წარწერით "გაიფიცე" და დააკრა ასფალტზე, რასაც ადგილზე მობილიზებული პოლიციელები ეწინააღმდეგებოდნენ. ამავე აქციაზე "დროას" ადგილობრივი წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა, პიროტექნიკის გასროლის გამო, დააკავეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
06 / თებერვალი 2025
უკრაინაში ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულების შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
06 / თებერვალი 2025
სამეგრელოში აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ კულტურებში კარგად ჩანს საზოგადოებაში ქალის დომინანტი როლი. მიუხედავდ იმისა, რომ ბრინჯაოს ხანაში მატრიარქატი საბოლოოდ შეცვალა პატრიარქატმა, ქართულ სინამდვილეში ქალი დარჩა ოჯახის სულიერ და მორალურ ლიდერად.
06 / თებერვალი 2025
დღეიდან, საქართველოს პარლამენტში პარტია „ქართულ ოცნების“ რიგებს ახალი დეპუტატი, ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი გრიგოლ აბესაძე შეემატა. ის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ადგილმონაცვლეა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.