რეგიონი
სოხუმი: რუსეთის კვლევის ცენტრის გამოკითხვა არღვევს აფხაზური კანონმდებლობის ნორმებს
სოხუმში აცხადებენ, რომ „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის“ (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის შედეგებიც მედიაში გავრცელდა, „არ იყო შეთანხმებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან. შესაბამისად, ის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა“. ინფორმაციას აფხაზური ტელეგრამის არხები ავრცელებენ.

შესაბამისად, დე ფაქტო ცესკო მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სატელეფონო და სოციალურ გამოკითხვებში მონაწილეობისგან, რომლის მიზანია ამომრჩეველთა მოსაზრებების გამოვლენა რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ მოახლოებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ამასთან ერთად, „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ შეახსენებს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებამდე 10 დღით ადრე აკრძალულია მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

რუსული ანალიტიკური ცენტრის მტკიცებით, სატელეფონო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო „18 წლის და უფროსი ასაკის აფხაზეთის 1634-მა მოქალაქემ“.

ორგანიზაციის ცნობით, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა:

„ბადრა გუნბა, მმართველი პარტიის კანდიდატი – 32%;

ადგურ არძინბა, აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერი – 15%;

ოლეგ ბარციცი, აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში – 7%;

კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა – 5%;

ადგურ ხურხუმალი, შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე – 5%;

ყველას წინააღმდეგ – 4%;

34% - ს უჭირდა პასუხის გაცემა“.

ცენტრის ინფორმაციით, „აფხაზების ინფორმირებულობის დონე მოახლოებული არჩევნების შესახებ 77%-ია – მათ სწორად დაასახელეს მათი ჩატარების თარიღი, თვე და წელი“.

რუსეთიდან შემოსული ზარების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების აფხაზური სეგმენტის მომხმარებლებმა მანამდეც გაავრცელეს. საზოგადოების ნაწილი, მიიჩნევს, რომ ეს „საარჩევნო“ პროცესზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

ცმობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებში, 5 კანდიდატი იბრძოლებს „პრეზიდენტობისთვის“:

"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, - ბადრა გუნბა;

ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", აფხაზი ოპოზიციონეტი - ადგურ არძინბა;

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი "სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში" - ოლეგ ბარციცი;

"კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;

კომერციული "შავი ზღვის განვითარების ბანკის" გამგეობის თავმჯდომარე, ადგურ ხურხუმალი.

„საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უარი განაცხადა ოპოზიციონერმა „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ. ის 19 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის შენობაში მომხდარი ინცნდეტის შედეგად დაიჭრა.

ცნობისთვის, 10 იანვარს, აფხაზური „პრო-სამთავრობო“ ტელეგრამის არხი AMRA-life, წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ , სავარაუდოდ, კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

რუსული ტელეგრამის არხი " რიბარი" მიუთითებდა, რომ ის, „პრეზიდენობის“ კიდევ ერთ ოპოზიციონერ კანდიდათან, ადგურ არძინბასთან ერთად, „გასული წლის შემოდგომაზე სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ინიციატორი იყო".

მანამდე, 2024 წლის აგვისტოს ბოლოს აფხაზურმა ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მაშინდელმა აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა.

ამავე ცნობით, ბჟანიას 2024 წლის 20 სექტემბრამდე უნდა მიეწოდებინა მოსკოვისთვის ინფორმაცია აფხაზური ოპოზიციის იმ დეპუტატებისა და ლიდერების შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და „მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ. ბჟანიამ არ უარყო, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, თუმცა განაცხადა, რომ მას არ აუღია ვალდებულება, რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი. 

პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება.

შეგახსენებთ. რომ ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
06 / თებერვალი 2025
სამეგრელოში აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ კულტურებში კარგად ჩანს საზოგადოებაში ქალის დომინანტი როლი. მიუხედავდ იმისა, რომ ბრინჯაოს ხანაში მატრიარქატი საბოლოოდ შეცვალა პატრიარქატმა, ქართულ სინამდვილეში ქალი დარჩა ოჯახის სულიერ და მორალურ ლიდერად.
06 / თებერვალი 2025
დღეიდან, საქართველოს პარლამენტში პარტია „ქართულ ოცნების“ რიგებს ახალი დეპუტატი, ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი გრიგოლ აბესაძე შეემატა. ის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ადგილმონაცვლეა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
06 / თებერვალი 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში, სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 24 ფაქტი აღირიცხა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.