ახალი ამბები
გაგრაში რუსი სოციოლოგების ახალი ჯგუფი „წინასაარჩევნო“ გამოკითხვას ატარებს , - მედია
გაგრაში, სოციოლოგთა კიდევ ერთი ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც წინასაარჩევნო გამოკითხვას ატარებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „აიაშარა“ წერს.

მათივე ცნობით, ისინი რუსეთის ქალაქ სამარიდან ჩავიდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში და ნებართვის დოკუმენტებიდან, მათ მხოლოდ „აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხელმოწერილი წერილის ფოტოასლი აქვთ თან“.



მანამდე, აფხაზური ტელეგრამის არხები ავრცელებდნენ ინფორმაციას, „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის“ (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შესახებ, რომელიც „საპრეზიდენტო“ არჩევნებს შეეხებოდა.

დე ფაქტო ცესკოს თანახმად, ეს გამოკითხვა „არ იყო შეთანხმებული აფხაზეთის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან. შესაბამისად, ის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა“.

მათ მოუწოდეს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთიდან შემოსულ სატელეფონო და სოციალურ გამოკითხვებში მონაწილეობისგან, რომლის მიზანია ამომრჩეველთა მოსაზრებების გამოვლენა რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ მოახლოებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ცმობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებში, 5 კანდიდატი იბრძოლებს „პრეზიდენტობისთვის“, მათ შორის, "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, - ბადრა გუნბა და ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", აფხაზი ოპოზიციონერი - ადგურ არძინბა. ის მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში, რომელთაც ასლნა ბჟანია გადადგომა და რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების ჩაგდება მოჰყვა.











Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.