ახალი ამბები
რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისის ცხედარი გადაასვენეს გაგრაში, - დე ფაქტო საგანგებო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში დაიღუპული ადგურ კუტარბას ცხედარი გადაასვენეს გაგრის რაიონში.

დაბა ცანდრიფშის მკვიდრი, 1968 წელს დაბადებული კუტარბა, რუსეთის მხარეს იბრძოდა მოხალისედ. 

20214 წლის დეკემბერში ოკუპირებული აფხაზეთის „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ დე ფაქტო რესპუბლიკაში ბიჭვინთის მცხოვრების, ოლეგ მიხალიოვის ცხედრის გადასვენების შესახებ იტყობინებოდა. ამავე ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი, „კურსკის რაიონში უკრაინის სამხედრო ფორმირებებთან ბრძოლაში დაიღუპა“.

გასული წლის ნოემბერში, სოხუმში სეპარატისტული დონბასიდან გადაასვენეს, რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისის, გუდაუთის რაიონის სოფელ ჯირხვას მცხოვრების, გოგი აჟიბას ცხედარი, რომელიც 27 ნოემბერს კრასნოარმეისკის რაიონში დაიღუპა.

ტელეგრამის არხები შარშან სექტემბერში იტყობინებოდნენ, რომ კურსკის ოლქის სუჯანსკის რაიონის სოფელ კირეევკასთან, საბრძოლო მოქმედებების ზონაში, აფხაზეთის მცხოვრების იგორ ხეციას დაღუპვის შესახებ. ის ბატალიონ „პიატნაშკაში“ ირიცხებოდა.

აგვისტოს დასაწყისში, „დონბასის ველური დივიზიის“ მეთაურმა ახრა ავიძბამ დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები „დონბასის ველური ბატალიონიდან“ კურსკის ოლქში გადაისროლეს.

2023 წლის ნოემბერში მან განაცხადა , რომ „პიატნაშკა“, რომელიც თავად ჩამოაყალიბა, გაფართოვდა და შეიქმნა „დონბასის ველური დივიზია“.

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები, ძირითადად, „პიატნაშკას“ ბატალიონში ირიცხებოდნენ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.