ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ პარტია "დროას" წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა კვლავ 2000 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია "დროას" წარმომადგენლისა და სამოქალაქო აქტივისტის მარიამ სიჭინავას მორიგი პროცესი გაიმართა. მოსამართლემ ნინო ჭაბუკიანმა ის სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციულ სახდელად 2000 ლარი დააკისრა.

ამჯერად, მას ბრალდების მხარე, რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე საბავშვო ნიღბით მისვლას ედავება, რაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად ითვლება.

სიჭინავა სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილება სასამართლოში ბრალდებულის იძულების წესით მიყვანაა, რაც მან, პროცესზე გამოუცხადებლობით გააპროტესტა.

"ყაველაშვილმა, გარდა ბალაკლავას ტარებისა და პიროტექნიკის გამოყენებისა, მოაწერა კანონს ხელი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოზე ბრალდებულის იძულების წესით მიყვანას. შემდეგი გამოწვევა სასამართლოსთვის იქნება ის, რომ პროცესზე მიმიყვანონ იძულების წესით", - თქვა მან.

აქტივისტის თქმით, ის ჯარიმების გადახდას არ აპირებს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, პროევროპულ აქციებზე ე.წ ბალაკლავას ტარებისთვის, სიჭინავა არაერთხელ დააჯარიმეს. ამასთან, ის ორჯერ დააკავეს. მას გამოძიება, ორივე შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ანუ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავებოდა. სასამართლომ მას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 5000-5000 ლარი დააკისრა.

27 იანვარს, პროტესტის ნიშნად, "დროას" წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდა და ამ ფორმით, კიდევ ერთხელ გამოუცხადა დაუმორჩილებლობა კანონს, რომელიც მანიფესტაციისას ნიღბის გამოყენებას კრძალავს.

გარდა ამისა, ზუგდიდში უწყვეტ აქციებზე ე.წ ბალაკლავას ტარებისთვის 2000-2000 ლარით დაჯარიმებულია აქტივისტები კერენ ესებუა და ცაბუნია ვართაგავა. 16 იანვარს, ესებუა ფეიერვერკის გასროლის გამო დააკავეს და 18 იანვარს 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.