ახალი ამბები
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება შაკოს“, - მორიგი აქცია ზუგდიდში პროტესტის 64 - ე დღეს
ზუგდიდში, პროტესტის 64 - ე დღეს, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.

მათი მოთხოვნები უცვლელია, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა.

შეკრებილებს შორის დღეს არ იმყოფებოდა ზუგდიდის პროტესტის მედროშედ ცნობილი შალვა ესართია. უფრო ადრე „დროას“ აქტივისტის მარიამ სიჭინავას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

აქციის ერთ - ერთი სპიკერის, არჩილ თოდუას თქმით, როგორც მათთვის ცნობილია, ესართია ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისივე ცნობით, ადვოკატს არ მიეცა მისი ნახვის საშუალება და ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული რა სამართალდარღვევას ედავებიან ზუგდიდელ აქტივისტს.

გამომსვლელებმა და შეკრებილებმა სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზია ამაღლობელის მიმართ, რომელიც მე - 19 დღეა შიმშილობს პატიმრობაში.

ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება შაკოს“, „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.

ასევე, როგორც, სხვა დღეებში, ადგილზე მიიტანეს საქართველოს და ევროკავშირის დროშები, მათ შორის, ის დროშები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ხელში ეჭირა შალვა ესართიას.

შეკრებაზე, თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე მოვლენების განხილვისას, საუბარი ასევე შეეხო PACE - ს მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. რის შემდეგაც, "ქართული ოცნების" წევრმა თეა წულუკიანმა მალევე განაცხადა, რომ ასამბლეაში თავად წყვეტენ მუშაობას, რადგან დოკუმენტის დათქმები მიუღებელია მათთვის.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. ამ დღიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
21 / მარტი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 მარტამდე ცივი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
21 / მარტი 2025
25-დან 27 მარტის ჩათვლით, „არტ მეურნეობის“ სახელოვნებო სივრცეში, უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორთან, იან ბრურსენთან შეხვედრების სერია 18:00 საათზე გაიმართება.
21 / მარტი 2025
რუსული მხარის მიერ ფსოუს საგუშაგოზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სოხუმი განცხადებას ავრცელებს. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
20 / მარტი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.