ახალი ამბები
„რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოტივი იკვეთება, სხვა მოტივი არ არსებობს“ - ინგირის ბაღის, "წითელქუდას" თანამშრომლებს მოკლევადიანი კონტრაქტები გაუფორმეს
ზუგდიდის სოფელ ინგირის ბაგა-ბაღის, „წითელქუდას“ დამფუძნებელსა და თანამშრომლებს ერთთვიანი და ექვსთვიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამავე ბაღის დამფუძნებელმა და დირექტორმა ხათუნა გოგუამ პოსტი გამოაქვეყნა.

ის წერს, რომ „ინგირის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში დევნილი, მოწყვლადი ჯგუფის და ეთნიკური უმცირესობის ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებულ საბავშვო ბაღში დასაქმებულია 22 პერსონალი, აქედან 16 დევნილი და სოციალურად დაუცველი ქალია“.


რადიო „ათინათთან“ გოგუა ამბობს, რომ „წითელქუდაში“ მუშაობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი პირობების შრომითი ხელშეკრულება გაუფორმეს.

ბაღის დირექტორის თქმით, მას და კიდევ 8 ადამიანს ერთთვიანი კონტრაქტი აქვთ, რომლის ამოწურვის შემდეგ, არ იციან რჩებიან თუ არა უმუშევარი, რადგან, როგორც აღნიშნავს, ამ დრომდე, მას სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრიდან და ზუგდიდის მერიიდან არავინ შეხმიანებია.

„მშობლებმა მერიაშიც შეიტანეს წერილი, რომლის კონტექსტი მე არ ვიცი, თუმცა, სავარაუდოდ, ეს სოლიდარობის წერილი იყო. გუშინ სამეურვეო საბჭომ ამის შესახებ მაცნობა.

ხვალ პირველი თებერვალია, ხელშეკრულების ამოწურვის ბოლო დღე, თუმცა ვერ გეტყვით უმუშევარი ვრჩებით თუ არა. გუშინ, ბაღების მართვის ცენტრს დავუკავშირდი და მან მითხრა, რომ დღის ბოლომდე მომაწოდებდა ინფორმაციას, თუმცა მე ვერ მივიღე პასუხი. ამიტომ დავწერე პოსტიც, იქნებ ამას გამოეხმაურონ.

ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ სტრესულ მდგომარეობაში ვმუშაობდით. შეშფოთებულია მთელი კოლექტივი. ერთ-ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა. მას დიაბეტი აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ძალიან ცუდად არის“, - გვეუბნება გოგუა.

ჩვენს შეკითხვას, მსგავსი პირობების შრომითი ხელშეკრულების გაფორმება არის თუ არა პოლიტიკური მოტივით განპირობებული, გვპასუხობს, რომ ცალსახად ასეა, რადგან სხვა მიზეზი არ არსებობდა.

„რა თქმა უნდა, სხვა მოტივი აქ არ არსებობს. ძალიან ხშირად მესმოდა, რომ ჩვენს ბაღს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან აკავშირებდნენ. ამ დროს, მე ვაფიქსირებ ღიად, რომ ჩვენს ბაღს არანაირი პოლიტიკური მიმართულება არასდროს არ ჰქონია და არც უნდა ჰქონდეს, ბაღში პოლიტიკაზე არ უნდა მუშაობდნენ, მაგრამ სხვა რა უნდა დავარქვა ამას. 28 წლის განმავლობაში ეს პირველად ხდება“, - დასძენს რესპონდენტი.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულებას არცერთი თანამშრომელი არ აწერს ხელს და აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივი მეთოდებით.

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მშობლები, საკუთარი ინიციატივით, აცხადებენ გაფიცვას და ბაღიდან ბავშვები გაჰყავთ.

„გავიგეთ რაც ხდება, ვნახეთ პოსტი და ვეწინააღმდეგებით ამ უსამართლობას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბაღი და თანამშრომლები, სწორედ ამიტომ დაგვყავს ამ ბაღში ბავშვები. მიუღებელია ეს ყოველივე, 9 თანამშრომელი კი არა, ერთიც არ უნდა გაუშვან ამ ბაღიდან. ჩვენ დღეს ვიფიცებით“, - თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.

საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დავუკავშირდით. მათგან კომენტარი ვერ მივიღეთ და იურისტთან გადაგვამისამართეს, რომელმაც გვითხრა, რომ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გააფორმა ხელშეკრულებები და არ დაინტერესებულა საკითხის შინაარსით.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ "ყველა თანამშრომელს კანონის სრული დაცვით გაუფორმდა ხელშეკრულება".

მასალა განახლდება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.