ახალი ამბები
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს შალვა ესართია - SJC
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმიანება სამოქალაქო აქტივისტისა და ზუგდიდის აქციების მედროშის, შალვა ესართიას დაკავებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.

მათი თქმით, 29 იანვარს, ესართიამ აქციაზე პერფორმანსი მოაწყო და ბიძინა ივანიშვილის ფიტული დაწვა. ეს ფაქტი კი, ორგანიზაციის განმარტებით, საეჭვოდ ემთხვევა სიმბოლურ აქტს და აჩენს ეჭვებს, სავარაუდო პოლიტიკური შურისძიების შესახებ.

„ მიუხედავად იმისა, რომ ნიღბის ტარება ისედაც მაღალ ჯარიმას ითვალისწინებს, პოლიცია პროტესტის იმ მონაწილეებს, რომელთა დასჯა განსაკუთრებული სიმკაცრით სურს, სხვადასხვა ფორმალური საფუძვლით ნიღბის ტარების სამართალდარღვევას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლსაც უფარდებს, რაც პასუხისმგებლობის გამკაცრების საფუძველი ხდება. შალვა ესართიას საქმე სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა. აღსანიშნავია, რომ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა უფრო მაღალ ჯარიმას და ნიღბის ტარებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ პატიმრობასაც ითვალისწინებს.- აღნიშნავენ ცენტრში.

ისინი ასევე მოუწოდებენ შსს-ს, რომ აღმოფხვრას დაკავებული პირისთვის ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების გაჭიანურების პრაქტიკა.

შეგახსენებთ, ესართია ზუგდიდში, პროტესტის 64-ე დღეს დააკავეს. პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლის, მარიამ სიჭინავას თქმით, აქტივისტს სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.