ახალი ამბები
აფხაზეთი გააგრძელებს მეგობრული ურთიერთობების განვითარებას სირიასთან, - სოხუმში ქართული ოპოზიციის მიმართვას ეხმიანებიან
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა კომენტარი გააკეთა ქართული ოპოზიციის მოწოდებაზე სირიის ხელისუფლებისადმი აფხაზეთის აღიარების გაუქმების შესახებ.
მისი თქმით, ეს განცხადებები „სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც, რეალური პერსპექტივა არ აქვს“.

„სახელმწიფოს, რომელმაც აღიარა სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობა, შეუძლია გადაწყვიტოს მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, მაგრამ ეს არ არის თავად აღიარების იურიდიული გაუქმების ტოლფასი. უფრო მეტიც, დიპლომატიური ურთიერთობები ნებისმიერ დროს შეიძლება აღდგეს, რაც ქართველი პოლიტიკოსების მსგავს განცხადებებს წმინდა პოპულისტურ და იურიდიულად გაუმართლებელს ხდის“ , - აცხადებს ტანია.

მისი მტკიცებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სირიას შორის არსებული ურთიერთობები „ვითარდება გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ისტორიულ კავშირებზე“.

„აფხაზეთთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა სირიას არანაირ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს არ მოუტანს, პირიქით, შეიძლება გაართულოს ისედაც დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება“, - აცხადებს „საგარეოს“ წარმომადგენელი.

ტანია დარწმუნებულია, რომ სოხუმი გააგრძელებს , „ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული“, მეგობრული ურთიერთობების განვითარებას დამასკოსთან და იმედი გამოთქვა, რომ სირიის ახალი ხელმძღვანელობის „პრაგმატული და დამოუკიდებელი“ კურსი უცვლელი დარჩება.

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, 31 იანვარს, სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას ახალ ხელისუფლებას, რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართა.

საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" , სირიის მაშინდელმა ხელისუფლებამ, 2018 წლის მაისში აღიარა.

2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში  "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.