ახალი ამბები
მარიამ სიჭინავა პოლიციელის მხრიდან შესაძლო მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს
პარტია „დროას“ რეგიონული წარმომადგენელი და აქტივისტი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუგდიდში პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ის რადიო „ათინათთან“ ამბობს, რომ შემთხვევა 5 თებერვალს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მოხდა, მას შემდეგ, რაც აქტივისტმა პროტესტის ნიშნად ლაზერი გამოიყენა.

„კიბეებზე, სადაც პოლიციელები დგანან, ლაზერს ვანათებდი. ის გამოვიდა და შელაპარაკება სცადა, საუბარი დაიწყო ჩემთან და მითხრა, რომ ქალაქში ბევრი ადამიანი ვერ მიტანს და აქ რომ ის არ იდგეს, ვიღაცები „გამპუტავდნენ“ მე ვუთხარი, ამ ქალაქში დიდი ხანია ვცხოვრობ და მსგავსი ფაქტი არ მახსოვს მეთქი. ამაზე პასუხად გამცა, ჩემი ნება რომ იყოს, ორი კილომეტრის იქეთ წაგიყვანდი და დაგმარხავდიო. ძალიან აღშფოთებულმა ვუთხარი, ფეხებსაც ვერ მომჭამ მეთქი, ამაზე პასუხად „ფეხები კი არა სხვა რამე მომჭამე თუგინდაო“, - გვეუბნება სიჭინავა.

მისი თქმით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საჩივრის შეტანას აპირებს, თუმცა, როგორც გვეუბნება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.