ახალი ამბები
სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი, რომელმაც აქციაზე მაგინა - ცაბუნია ვართაგავა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სამოქალაქო აქტივისტის, ცაბუნია ვართაგავას მიმართ გინების ფაქტზე, ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი 500 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს.

რადიო „ათინათთან“ ვართაგავა ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, 14 იანვარს მოხდა. მისივე თქმით, იქამდე, მერიის თანამშრომელმა აქტივისტს უხამსი შინაარსის გამომხატველი ჟესტი უჩვენა.

„კიბეებზე, სადაც პოლიციელები დგანან, იმ მწკრივში იდგა ეს ადამიანი. ჯერ შუა თითი მიჩვენა. ვკითხე, მე მიჩვენებდა თუ არა, რაც დამიდასტურა და მერე შემაგინა, ხელმეორედაც გაიმეორა. ავედი კიბეებზე, მაინტერესებდა სახელი და გვარი, თუმცა პოლიციელებმა მეგობრულად გაიყვანეს გვერდზე. მათ მითხრეს, რომ არ იცნობდნენ მას, თუმცა ინციდენტამდე მასთან მეგობრულად საუბრობდნენ. იმავე დღეს გადავწყვიტე საჩივრის შეტანა და 31 იანვარს შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი. მთელი ორი კვირა დასჭირდათ. მერიის ააიპ-ის თანამშრომელი სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ ჩემთვის არ უგინებია, მხოლოდ უმისამართოდ იგინებოდა“, - განმარტა ვართაგავამ.

მისივე თქმით, საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ გვანცა ვარდანიძემ გამოაცხადა. როგორც აქტივისტი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა, ვის მიმართაც შეურაცხყოფის ფაქტი მოხდება, რეაგირება მყისიერად მოახდინონ და მიუხედავად სამართალდამცავი სისტემის მიმართ არსებული უნდობლობისა, იჩივლონ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.