10 თებერვლამდე ზუგდიდში შედარებით ცივი და ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში შედარებით ცივი და ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი გამოიდარებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +10, +12, ფოთსა და ანაკლიაში კი +9, +1 გრადუსი იქნება.
8-9 თებერვალს, მესტიაში ზოგან თოვლია მოსალოდნელი, 10 თებერვალს კი, ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. ტემპერატურა -1, +1 გრადუსს გაუტოლდება.
მასალის გამოყენების პირობები