11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნდება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში კი მოთოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში ღამით 0,-2, დღისით კი +14, +16 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, მესტიაში 13 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12,-14, დღისით კი +5, +7 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები