ახალი ამბები
პროევროპული პროტესტის 75-ე დღე - ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართა
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 75 დღეა მიმდინარეობს. დღეს, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ და გააჟღერეს პროტესტის უმთავრესი მოთხოვნები - გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, შეცვლილი ცენტრალური საარჩევნო კომისიით.

დღესაც, ისევე, როგორც წინა კვირებში, მოქალაქეებს ხელში საპროტესტო შინაარსის ტრანსპარანტები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ. სიტყვით გამომსვლელებმა კი ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები მიმოიხილეს და გააცნეს პროტესტის მონაწილეებს.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. ამ დღიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება.

მოქალაქეების თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია მოსახლეობის უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, ამ გზიდან გადახვევა კი სახელმწიფოს ღალატია. ისინი კვლავაც მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანებისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.