ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, 15 თებერვალს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები იმართება.
მედიის ინფორმაციით, უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

დე ფაქტო ცესკოს ცნობით, ერთიანი საარჩევნო სიაში 135 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრისთვის მომზადებულია 152 საარჩევნო უბანი.

ოკუპირებული აფხაზეთის ფარგლებს გარეთ არჩევნები რუსეთის ორ ქალაქში (მოსკოვსა და ჩერქესკში) გაიმართება.

არჩევნების წინა დღეს თურქეთის ქალაქ საკარიაში, სადაც აფხაზური დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს, საარჩევნო უბანი დაიხურა.

"აფსნიპრესის" თანახმად, არჩევნების დასაკვირვებლად სოხუმში სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი საარჩევნო ექსპერტი ჩავიდა. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გაგზავნოს თავისი წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ცმობისთვის, „პრეზიდენტობისთვის“ 5 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის ყველაზე დიდ კონკურენტებად ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა მიიჩნევიან. 

"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა, ბჟანიას თანაგუნდელია და კრემლის ფავორიტად ითვლება. მისი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა, მოსკოვში ვიზიტი, რასაც მოჰყვა რუსული ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის დაფინანსება და სოხუმის აეროპორტში პირველი საცდელი რეისის შესრულება. 

ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა, მონაწილეა 2024 წლის საპროტესტო აქციის, რომლის შედეგადაც გადადგა ყოფილი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია და ჩავარდა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება.

„პრეზიდენტობის“ დანარჩენი კანდიდატები არიან:

აფხაზეთის ყოფილი "სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში" - ოლეგ ბარციცი;

"კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;

კომერციული "შავი ზღვის განვითარების ბანკის" გამგეობის თავმჯდომარე, ადგურ ხურხუმალი.

„საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უარი განაცხადა ოპოზიციონერმა „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ. აფხაზური მედიის ცნობით, თავისი კანდიდატურები ასევე მოხსნეს ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ და „სახალხო პარტიის“ლიდერმა შამილ აძინბამ.

თუ პირველივე ტურში, „სახელისუფლებო“ კანდიდატმა 50%-ზე ნაკლები ხმა მოიპოვა, მეორე ტური შედგება, რაც ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შანსებს ზრდის, რადგან სხვა დანარჩენი კანდიდატები სწორედ მას დაუჭერენ მხარს.

ცნობისთვის, ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.