ახალი ამბები
სოხუმში აცხადებენ, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შესახებ განაცხადა. მასში მონაწილეობას ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა მიიღებენ.

„ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მეორე ტური, რომელშიც გუნბა ბადრა და არძინბა ადგური მიიღებენ მონაწილეობას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მისივე ინფორმაციით, დე ფაქტო ცესკო წინასწარ შედეგებს 16 თებერვალს გამოაცხადებს, იუწყება სააგენტო „აფსნიპრესი“.

წინასწარი შედეგების მიხედვით:

ბადრა გუნბამ ხმების 46% დააგროვა
ადგურ არძინბამ - 37%
რობერტ არშბამ - 7%
ოლეგ ბარციცმა - 4%
ადგურ ხურუმალმა - 1%

ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, გუშინ, 15 თებერვალს გაიამრთა. მასში კენჭს 5 კანდიდატი იყრიდა. მათ შორის, ყველაზე დიდ კონკურენტებად ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა მიიჩნევიან.

"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა, ბჟანიას თანაგუნდელია და კრემლის ფავორიტად ითვლება.


ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა, მონაწილეა 2024 წლის ნეომბრის პროტესტის, შედეგადაც გადადგა ყოფილი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია და ჩავარდა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება.


ცნობისთვის, ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.