ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას - საელჩო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ეხმიანება კუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „არჩევნების“ ლეგიტიმურობას.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული „არჩევნები“ დაგმეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა ანუარ ელ ანუნიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 15 თებერვალს გაავრცელა და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 15 თებერვალს ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები გაიმართა. ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებით, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მეორე ტური 1 მარტს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს, ასლან ბჟანიას თანაგუნდელი - ბადრა გუნბა და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.

ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

ამავე თემაზე:

აფხაზურმა "ცესკომ" თურქეთში საარჩევნო უბანი დახურა

აფხაზეთში არჩევნები შედგა, ამომრჩეველთა აქტივობამ 55% შეადგინა - დე ფაქტო ცესკო

ასლან ბჟანია გადადგა

სოხუმში „პარლამენტმა“ მხარი არ დაუჭირა მოსკოვთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური 1 მარტს გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები მიმდინარეობს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.