ახალი ამბები
აფხაზ „პარლამენტარს“ კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს
აფხაზ „დეპუტატს“ კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურისგან წინა დღით მიიღო.

„ფსბ - მ დაადგინა ის ფაქტი, რომ კვარჩიამ ჩაიდინა ქმედებები, რომლებმაც შეუწყო ხელი აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას, რამაც გამოიწვია დაძაბულობის ზრდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვართან“, - ნათქვამია დასკვნაში, რომელიც თან ერთვის დოკუმენტს, რომელიც 2024 წლის 23 დეკემბრით არის დათარიღებული.

კან კვარჩია
15 თებერვალს დაგეგმილ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა მოხსნა კანდიდატურა ჯანმრთელობის მდგომაროების გამო, ოპოზიციური კანდიდატის, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერის, ადგურ არძინბას მხარდასაჭერად.

კვარჩიას გარდა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა კიდევ ერთ ოპოზიციონერს, ბიზნესმენ ლევან მიქაას, რომელმაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურისგან იდენტური დოკუმენტი მიიღო. ის 2025 წლის 15 იანვრით არის დათარიღებული.

2024 წლის აგვისტოს ბოლოს აფხაზურმა ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მაშინდელმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა.

ამავე ცნობით, ბჟანიას 2024 წლის 20 სექტემბრამდე უნდა მიეწოდებინა მოსკოვისთვის ინფორმაცია აფხაზური ოპოზიციის იმ დეპუტატებისა და ლიდერების შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და „მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ. ბჟანიამ არ უარყო, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, თუმცა განაცხადა, რომ მას არ აუღია ვალდებულება, რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.