ახალი ამბები
„დაე, იკითხოს თავისუფლებამ” - ზუგდიდში თანასწორობის კუთხე გაიხსნა (ფოტო)
დღეს, 19 თებერვალს, ზუგდიდში, სოციალურ სივრცე „მეგობარში“ თანასწორობის კუთხე „დაე, იკითხოს თავისუფლებამ“ გაიხსნა. ის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში დაფუძნდა.

ღონისძიების პრესრელიზის მიხედვით, სივრცეს გამომცემლობა „ინტელექტის“ წიგნები შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგონების გაძლიერების, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების შესახებ.

ამ წუთებში, „მეგობარში“ მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე აუდიტორიას გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების გაძლიერებასა და მათ უფლებებზე ესაუბრება.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის მოდერატორები „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გვანცა ჯობავა და სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა არიან.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.