ახალი ამბები
აფხაზეთს ელექტრომომარაგება აღუდგა, - მედია
ტელეგრამის არხების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტრომომარაგება აღუდგა, ამავე ცნობით, ფსოუზე მომხდარი ავარიული გათიშვის გამოს, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, „დასავლეთის რაიონებს და სოხუმს“.

მანამდე, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ ფსოუს ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გაითიშა. მიზეზები არ დასახელებულა. 

უფრო ადრე, აფხაზური მედია წერდა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობა მიაწოდოს ოკუპირებულ აფხაზეთს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯანსუხ ნანბამ განაცხადა.

„დაბალი ტემპერატურა ხელს არ უწყობს წყლის ნაკადის ზრდას. შესაბამისად, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე მინიმალურია და ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საფრთხე, რომ ისევ მოგვიწიოს „მარაოსებრი“ გრაფიკის ამოქმედება. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან თქვენი მოლაპარაკებების წყალობით, გუშინ უკვე მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი რუსი კოლეგებისგან, რომ სიტუაცია კიდევ ერთხელ გადაიხედება და დამატებითი დახმარების და ნაკადების მოცულობის გაზრდის კუთხით“, - თქვა მან „მინისტრთა კაბინეტში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც არჩეული „პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა ხელმძღვანელობდა.

5 მარტს, ბადრა გუნბა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში მიიღო. ვლადიმირ პუტინი მას დაჰპირდა, რომ მოსკოვიდან ელექტროენერგიის „ჰუმანიტარული ნაკადის“ მიწოდება გაგრძელდება.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
01 / მაისი 2025
დღეიდან, 1 მაისიდან, სოხუმსა და მოსკოვს შორის რეგულარული სამგზავრო ავიამომოსვლა იწყება.
01 / მაისი 2025
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე ორი პირი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
30 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს გამოფენას ,,დადიანებში დაცული XX საუკუნის მხატვრობა“. დარბაზში წარმოდგენილია მეოცე საუკუნის ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანის, ლეოპოლდ ძაძამიძის, გივი ნარმანიას, რობერტ სტურუას(უფროსი), მამია ახობაძის, გივი თორაძის, მიხეილ გაბუნიას, ჯიბსონ ხუნდაძის, ირინე ელიაშვილის, რუსუდან ფეტვიაშვილის, ედმონდ კალანდაძის, ირაკლია ფაჩულიას და სხვათა ნამუშევრები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.