მსხვერპლი მოჰყვა ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ადგილობრივი მცხოვრები, 48 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც Toyota Camry-ს მარკის ავტომობილს მართავდა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მთავარ გზაზე გადავიდა და BMW X5- ის მარკის ავტომობილს დაეჯახა. შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.
ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესს“ დე ფაქტო შსს-ს სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსმა დამეი ავიძბამ განუცხადა.
ამავე ცნობით, ჯიპის მძღოლი ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა, დღეს, 14 მარტს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები