ახალი ამბები
როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი (AI) და როგორ ცვლის ჩვენს ცხოვრებას - წალენჯიხაში, 25-დან 27 მარტის ჩათვლით, იან ბრურსენთან შეხვედრების სერია გაიმართება
25-დან 27 მარტის ჩათვლით, „არტ მეურნეობის“ სახელოვნებო სივრცეში, უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორთან, იან ბრურსენთან შეხვედრების სერია 18:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის თემაა ხელოვნური ინტელექტის (AI) მუშაობის პრინციპები, შესაძლებლობები და მისი გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„ხელოვნური ინტელექტი (AI) სწრაფად ვითარდება და გავლენას ახდენს ყველაფერზე — მედიცინიდან და სამართლებრივი სისტემებიდან, ხელოვნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებამდე. ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს იმაზე, თუ რა შესაძლებლობები და შეზღუდვები გააჩნია მას“, - ვკითხულობთ დაანონსებული ღონისძიების აღწერაში.

მათივე ინფორმაციით, იან ბრურსენი უტრეხტის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და რელიგიის კვლევების დეპარტამენტის ხელოვნურ ინტელექტში ლოგიკური მეთოდების პროფესორია, მიღებული აქვს მათემატიკის ხარისხი დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი ამსტერდამის VU უნივერსიტეტში, სადაც მისი კვლევა ნორმატიული სისტემების ვერიფიკაციისთვის მოდალურ ლოგიკებს ეხებოდა. ამასთან, ბრურსენი მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე. მისი ძირითადი კვლევის სფერო მოიცავს AI-ის ფილოსოფიას და მისი ზეგავლენის შეფასებას ადამიანურ სისტემებზე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
23 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.