ახალი ამბები
მოსახლეობას მოვუწოდებთ დავალიანება დროულად დაფარონ, ნაგვის ურნები კი გამოიყენონ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის - „ზუგდიდდასუფთავება“
„ზუგდიდდასუფთავების“ ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ სასოფლო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 90% არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს, რაც, მათი განმარტებით, ითვლება კანონდარღვევად და ექვემდებარება კანონიერ რეაგირებას.

ისინი მოსახლეობის ნაწილს დავალიანების დროულად დაფარვისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ ნაგვის კონტეინერები განკუთვნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის. მსგავს ურნებში კი დაუშვებელია აალებადი ნივთიერებების, სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების ჩაყრა, რაც აზიანებს სპეცტექნიკას და ურნებს.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, გახშირდა პლასტმასის ურნების, მათ შორის ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების დაზიანების ფაქტები. მოგახსენებთ რომ მსგავსი ქმედება ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების გატანისთვის შექმნილია მობილური ჯგუფი და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დასუფთავების სამსახურს დაუკავშირდნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.