ახალი ამბები
ირაკლი ბებუამ ოკუპირებული აფხაზეთის საპატიმრო დატოვა

საქართველოს მოქალაქემ ირაკლი ბებუამ ოკუპირებული აფხაზეთის საპატიმრო დღეს, 2025 წლის 30 მარტს დატოვა და უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.


ირაკლი ბებუას ფოტოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მან საოკუპაციო ხაზი საბერიო- ფახულანის გადასასვლელის გავლით გადაკვეთა.

ბებუას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" ბრალდებით 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის  ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერ კიუტმა უარყო ინფორმაცია, რომ ბებუა იზოლატორს დადგენილ ვადაზე ადრე დატოვებს. 

„მან სახელმწიფო დროშა დაწვა, რისთვისაც მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საერთო ჯამში, მას უნდა დაეყო 4 წელი და 6 თვე. 30 მარტს მთავრდება მისი საგამოძიებო იზოლატორში ყოფნის ვადა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ პიროვნების ვადაზე ადრე გაშვებას. ეს ხდება იმ მუხლისა და იმ ვადების შესაბამისად, რომლებიც მას სასამართლომ მიუსაჯა", - განაცხადა კიუტმა. 

მანამდე, მედიაში განმარტავდნენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საპატიმრო კოლონიები არ არის, არის მხოლოდ დაკავების იზოლატორი, რის გამოც პატიმრობის ვადა, "კანონით", საერთო რეჟიმის პირობებში უტოლდება "ერთი ორს".

ცნობისთვის, 2024 წლის აგვისტოში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სუს - მა გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში ე.წ. საზღვრის "უკანონო კვეთის ხელშეწყობისთვის" საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. გარდა ამისა, უკანონო პატიმრობაშია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე, მას ბრალად ედება "ჯაშუშობა" და ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2023 წლის 5 მაისს მიუსაჯა.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.