ახალი ამბები
„არ დავთმობთ დამოუკიდებლობას“ - დღეს ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართება
დღეს, 31 მარტს, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მორიგი პროევროპული აქცია გაიმართება. პროტესტის 124-ე დღე, სიმბოლურად, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს ეძღვნება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, რეფერენდუმიდან 34 წლის შემდეგ, ქართველი ხალხის არჩევანი რუსულმა რეჟიმმა საფრთხის წინაშე ევროპული გზიდან გადახვევით დააყენა.

„ ქართველი ხალხი ისევ დაუღალავად იცავს 1991 წელს გაკეთებულ არჩევანს. მოქალაქეების უწყვეტი წინააღმდეგობა გრძელდება ყველგან - მარტვილში ერთი ქალის აქციით და რუსთაველზე მრავალათასიანი დემონსტრაციით, ბიზნესების გაფიცვით და თეატრის მანიფესტით, საპატიმროებში მყოფი ხალხის წერილებით და სასამართლოებზე წარმოთქმული სიტყვებით. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საეთერო დროის მოთხოვნით და ზუგდიდის დაუმორჩილებლობით, რომელიც შემდეგ გადამდები გახდა სხვა ადგილებში პროტესტისთვის“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება: გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული პირები და დაინიშნოს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.