ახალი ამბები
სოჭი - სოხუმის საზღვაო მარშრუტს განიხილავენ მოსკოვში - ეს საინტერესო იქნება რუსებისთვის
სოჭიდან აფხაზეთის მიმართულებით რეგულარული საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის შესაძლებლობას განიხილავენ მოსკოვში. ამის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა ტელეკომპანია Russia 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვგეგმავთ სოჭის მიმართულებას, არის აფხაზეთში შესვლის ვარიანტები, ეს უკვე საერთაშორისო მიმოსვლაა. პრინციპში, ვთვლი, რომ ეს ნამდვილად საინტერესო იქნება რუსებისთვის", - განაცხადა რუსმა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესი მზად არის ხაზებზე გავიდეს, თუმცა, აუცილებელია მგზავრთა ნაკადის და პროექტის ეკონომიკის გამოთვლა.

”მეწარმეები მზად არიან ამის გასაკეთებლად, გემები უკვე მზადაა, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვთვალოთ მგზავრთა ნაკადები ქალაქ სოჭთან ერთად, რადგან საზღვაო გადაზიდვებმა, მინიმუმ, ხარჯები მაინც უნდა აანაზღაუროს”, - განმარტა მან.

სტაროვოიტოვის თქმით, ასეთი მარშრუტების ორგანიზება სოჭის ადმინისტრაციის კომპეტენციაში შედის, მაგრამ ტრანსპორტის სამინისტრო მზად არის ყველანაირად მხარი დაუჭიროს ამ პროექტს.

2025 წლის ნავიგაციის სეზონზე აფხაზეთთან რეგულარული საზღვაო მიმოსვლის აღდგენა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ადრეც დააანონსა.

ამავე ცნობით, გასულ წელს სოჭი-ანაპა-სოჭის მარშრუტზე მგზავრთა ანალოგიურ გადაყვანაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. გემმა „იალტამ“ 5000-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანა ივნის - ივლისში, ხოლო მაის - ოქტომებრში, დაახლოებით 30 000 მგზავრმა ისარგებლა თბომავალ „სევასტოპოლით“, ნოვოროსიისკი - გელენჯიკი - სოჭის ხაზზე.

2023 წელს, რუსეთის მიერ ანექსირებულმა ყირიმმა ოკუპირებულ აფხაზეთს, სოჭი-სოხუმის მარშრუტზე კომეტის ტიპის სამგზავრო კატამარანების ჩაშვება შესთავაზა, "რესპუბლიკაში ტურისტების ნაკადი გასაზრდელად".

2023 წლის ივნისში, სოხუმის ნავსადგურში რუსული საკრუიზო ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი" შევიდა. მედია წერდა, რომ სოხუმსა და სოჭს შორის საკრუიზო სერვისზე შეთანხმება, ჯერ კიდევ 2018 წელს შედგა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.