ახალი ამბები
რუსეთი აგრძელებს ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მშენებლობას - შვეიცარიული მედია

შვეიცარიული გამოცემა , Neue Zürcher Zeitung, რომელმაც ოჩამჩირედან სატელიტური სურათები მოიპოვა, ირწმუნება, რომ რუსეთი იქ საზღვაო ბაზის მშენებლობას აგრძელებს.


2025 წლის იანვრის ფოტოებზე ჩანს ოჩამჩირეს პორტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აგებული, დაახლოებით 100 მ სიგრძის რამდენიმე ახალი ნაგებობა.


გამოცემა აღნიშნავს, რომ პორტი შედარებით მცირეა და არც ისე ღრმაა. ჯერჯერობით უცნობია შეძლებენ თუ არა სამხედრო გემები იქ შემოსვლას.


"ოჩამჩირის პორტი ასევე უფრო მცირე იქნება, ვიდრე რუსეთის მიერ გამოყენებული სხვა ობიექტები. რუსული ფლოტის მთავარი ბაზა ადრე მდებარეობდა სევასტოპოლში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ნახევარკუნძულზე ყირიმში. თუმცა, უკრაინის თავდასხმებმა აიძულა რუსეთი გადაეტანა გემები სხვა ადგილებში", - წერს გაზეთი.

Sovanews- ის თანახმად, სტატიის კომენტირებისას, The Breakfast Show-ის ეთერში, სამხედრო ექსპერტმა იური ფეოდოროვმა განმარტა, რომ ამჟამად ოჩამჩირე უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის წინააღმდეგ გამოყენებადი უპილოტო საბრძოლო კატარღების მოქმედების ზონაში არ შედის და შესაბამისად, რუსულ გემებს იქ შედარებით უსაფრთხოდ შეუძლიათ როგორც ბაზირება, ისე საბრძოლო ოპერაციებისთვის ზღვაში გასვლა.

"ერთადერთი საბრძოლო ამოცანა, რომლის შესრულებაც სადღეისოდ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს შეუძლია, ეს უმთავრესად უკრაინაზე შეტევებია "კალიბრებით" - საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით. რამდენადაც მესმის, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ მსგავსი თავდასხმების რაოდენობა და ამ მიზნით უპილოტო კატარღებს იყენებენ. რუს მეზღვაურებს კი სურთ, იქონიონ უსაფრთხო ბაზა და ოჩამჩირეს პორტსაც ამ მიზნით აშენებენ…იქაური ნავსადგომი საკმაოდ კომფორტულია არცთუ დიდი საბრძოლო ხომალდებისთვის. პრინციპში, იქ შეუძლიათ გაჩერება "კორვეტის" ტიპის გემებს - ეკიპაჟი დაისვენებს, შეივსებს საწვავს, შეუძლია, ჩაატაროს მცირე შეკეთებები და ა.შ.", — განაცხადა ფეოდოროვმა.

2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზების შექმნის შესახებ განაცხადა. 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ "რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს".

მიუხედავად იმისა, რომ ეს გეგმები რუსეთმა არ დაადასტურა და გამოცხადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მცირე აქტივობა იყო, Bellingcat-ის მიერ გაანალიზებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ სამშენებლო აქტივობა დაჩქარდა 2024 წლის დასაწყისიდან, პერიმეტრის გარშემო მრავალი შენობა და ობიექტი შენდება.

ბაზას სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება რუსეთისთვის, ექსპერტები ვარაუდობენ, რადგან ის შეიძლება გახდეს შავი ზღვის ფლოტის უსაფრთხო თავშესაფარი, რომელიც უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმის ქვეშ იმყოფება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ამავე მოსაზრებით, რუსული საზღვაო ბაზის არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს გეგმებზე, განავითაროს თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, ოჩამჩირედან სამხრეთით დაახლოებით 30 კილომეტრში. მრავალმილიარდ დოლარიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველო გახდეს თვირთბრუნვის დამოუკიდებელი საერთაშორისო სატრანზიტო კვანძი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის.

ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პირველი სამხედრო გემი შესვლაზე 2024 წლის ივლისში საზღვაო თავდაცვის საკითხებზე ორიენტირებულმ ინტერნეტგამოცემა Navalnews - მა გაავრცელა ინფორმაცია.

იმავე თემაზე:


რუსეთი ოჩამჩირის ნავსადგურის სამხედრო პორტად გადასაქცევად მუშაობს - ანტისაოკუპაციო მოძრაობა

ბაზა დამატებითი ინსტრუმენტია, თუმცა მთავარი პრობლემა ოკუპაციაა - პაპუაშვილი ოჩამჩირის პორტში რუსული ფლოტის განთავსებაზე

შამბა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე - ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზების განთავსება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს - სტოლტენბერგი

სოხუმში გააკრეს პლაკატები წარწერით - "აფხაზეთი რუსული ხომალდების ადგილი არ არის!"

ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს

ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს





 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს გამოფენას ,,დადიანებში დაცული XX საუკუნის მხატვრობა“. დარბაზში წარმოდგენილია მეოცე საუკუნის ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანის, ლეოპოლდ ძაძამიძის, გივი ნარმანიას, რობერტ სტურუას(უფროსი), მამია ახობაძის, გივი თორაძის, მიხეილ გაბუნიას, ჯიბსონ ხუნდაძის, ირინე ელიაშვილის, რუსუდან ფეტვიაშვილის, ედმონდ კალანდაძის, ირაკლია ფაჩულიას და სხვათა ნამუშევრები.
30 / აპრილი 2025
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სოხუმის აეროპორტის აღდგენით რუსეთი ოკუპირებული რეგიონის კონტროლისთვის დამატებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტს მოიპოვებს.
30 / აპრილი 2025
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.