ახალი ამბები
ბადრა გუნბამ „პრემიერ - მინისტრად“ ვლადიმერ დელბა დანიშნა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა განკარგულებას ვლადიმერ დელბას „პრემიერ-მინისტრად“ დანიშვნის შესახებ.
ასლან ბჟანიას გადადგომამდე, ე.წ. პრემიერის პოსტს ალექსანდრე ანქვაბი იკავებდა.

2011-2014 წლებში ანქვაბი „პრეზიდენტის“ პოსტს იკავებდა.

ვლადიმერ დელბა მანამდე ორჯერ ასრულებდა „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობას:

2014 წელს, „პრეზიდენტ“ ალექსანდრ ანქვაბის პოსტიდან გადადგომისას; მანამდე ის „ფინანსთა მინისტრის“ პოსტს იკავებდა;

მეორედ კი 2021 წელს, რა დროსაც მან კორონავირუსით დაინფიცირებული ანქვაბი მეორედ ჩაანაცვალა.

ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობისას“ დელბა ისევ „ფინანსთა მინისტრის“ იყო.

ოკუპირებული აფხაზეთის არჩეული „პრეზიდენტის“ ბადრა გუნბას ინაუგურაცია 2 აპრილს გაიმართა, ცერემონისა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი, "რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ელჩები", ასევე ვენესუელის და სეპარატისტული დნესტრისპირეთის (მოლდოვა) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ანქვაბი გუნბას ინაუგურაციას არ დასწრებია, ტელეგრამის არხების თანახმად, მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბადრა გუნბა, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიიწვია.









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.