ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი მცირეწლოვანი ძმა დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას შესაბამისი კვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები