ახალი ამბები
პუტინმა განაცხადა, რომ სიამოვნებით ეწვევა აფხაზეთს, - მედია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "სიამოვნებით ეწვევა აფხაზეთს, რესპუბლიკის მეთაურის, ბადრი გუნბას მოწვევით".
რუსული მედიის თანახმად, პუტინმა ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან ბადრა გუნბასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის ღია ნაწილის დასასრულს, აფხაზმა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს ნებისმიერ მისთვის მოსახერხებელ დროს აფხაზეთში ჩასვლა შესთავაზა.

„დიდი მადლობა, სიამოვნებით. თარიღს თქვენთან ერთად მოგვიანებით შევათანხმებთ,“ - თქვა პუტინმა გუნბას მოწვევის საპასუხოდ.

გარდა ამისა, პუტინმა შეხვედრისას თქვა, რომ მზად არის აფხაზეთთან ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

პუტინის თქმით, რუსეთი ელოდება, რომ წელს აფხაზეთთან ტურისტული ნაკადი მინიმუმ 7%-ით გაიზრდება.

„გასულ წელს [რუსეთსა და აფხაზეთს შორის] ტურისტული ნაკადების ზრდა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს აღწევდა. ველოდებით, რომ წელს ეს მაჩვენებელი მინიმუმ 7%-ით გაიზრდება, შესაძლოა მეტიც. ვიცი, რომ ლოგისტიკა და განსაკუთრებით აეროპორტი ძალიან მნიშვნელოვანია”.

პუტინმა გუნბა კრემლში 10 მაისს მიიღო, მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, 9 მაისს, ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და სამხედრო აღლუმს დაესწრო.

ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური 1 მარტს გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძოდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.

დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა ბადრა გუნბამ, მან ხმების 54,73%, ხოლო ადგურ არძინბამ - 41,54% მიიღო .

2 მარტს პუტინმა გუნბას გამარჯვება მიულოცა, 5 მარტს კი ის კრემლში მიიღო. შეხვედრაზე პუტინი გუნბას „ორმაგი მოქალაქეობის“, ელექტრომომარაგების და სხვა საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. პასუხად, მაშინ მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება. 






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.