შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ორმხრივად. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა ქვის ცვენის გამო 4 მაისს დაწესდა, რამდენიმე საათის განმავლობაში კი ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება აკრძალული იყო. 5 მაისიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ცალმხრივად აღდგა.
მასალის გამოყენების პირობები