"პოვერა", "ბაჩო ტბილისკი", "გეგე" - სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს
12:33 / 16.05.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის 2 „კანონიერი ქურდია“.
„ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული არიან: 1982 წელს დაბადებული გ.ს., 1989 წელს დაბადებული ა.ქ., 1982 წელს დაბადებული ვ.ს. მეტსახელად „პოვერა“, 1991 წელს დაბადებული გ.რ., 1980 წელს დაბადებული ო.მ. მეტსახელად „გეგე“, და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული მ.ჩ., 1985 წელს დაბადებული ბ.შ. და 1978 წელს დაბადებული ლ.ც.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, 1982 წელს დაბადებულ ბაჩანა ნადარეიშვილს, მეტსახელად „ბაჩო ტბილისკის“ და 1979 წელს დაბადებულ მანუჩარ გასვიანს „კანონიერი ქურდობისთვის” წარედგინა ბრალი, ხოლო 1978 წელს დაბადებულ თ.რ.-ს „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის“, - განმარტავს სამინისტრო.
შსს-ს ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.
ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად შეკრებებს აწყობდნენ.
ამასთან, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები