ახალი ამბები
მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მესამე მგზავრის ცხედარი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მედიას უდასტურებს, რომ მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შემთხვევა 14 მაისს მოხდა. ავტომობილში, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მტკვარში გადავარდა, 4 ადამიანი იმყოფებოდა, 1-ის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს, 2 - ის ცხედარი კი მოგვიანებით ამოასვენეს წყლიდან.

იმავე დღეს დააკავეს პირი, რომელმაც ავარიული ვითარება შეუქმნა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.