27 მაისამდე ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ზუგდიდში, 25-27 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. შესაბამის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს, 23:00 საათიდან ზვიად გამსახურდიას გამზირი სრულად ჩაიკეტება.
მერიაში აცხადებენ, რომ 27 მაისს, 08:00 საათიდან, გამსახურდიას გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები