„წინ, საქართველო, წინ!“, - ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
დღეს, 26 მაისს, მან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, რომ აქვთ საფუძველი იამაყონ, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეს და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ.
„ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს ყოველთვის გვერდში ედგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ვხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით.
ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასდროს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული – სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, - ამბობს ევროკავშირის ელჩის თავის ვიდეომიმართვაში, რომელსაც ასრულებს სიტყვებით: „ წინ, საქართველო, წინ!“
მასალის გამოყენების პირობები