ახალი ამბები
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გელა გელაძე დანიშნეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის სხვადასხვა დროს იყო თავდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილეც.

გელა გელაძე 2025 წლის იანვრიდან 2025 წლის 5 აპრილამდე „ქართული ოცნების“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე იყო, 5 აპრილს კი სუსის ახალი უფროსის, ანრი ოხანაშვილის მოადგილედ დაინიშნა.
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.


ახალი მინისტრის პრეზენტაციას არ დასწრებია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც დღეს დილას წერილობითი განცხადებით დაემშვიდობა საზოგადოებას და თქვა, რომ სურს, ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.

გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად 2015 წელს დაინიშნა. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 2019 წლიდან გომელაური ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს.

გომელაური აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დაბრუნების შემდეგ, 2019 წელს ვახტანგ გომელაური ამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეცვალა გრიგოლ ლილუაშვილმა

ლილუაშვილი თანამდებობიდან 2025 წლის აპრილში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ნახევარი წლით ადრე გადადგა.












Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.